ახალციხის №5 საჯარო სკოლაში „საოცრების“ პრეზენტაცია გაიმართა
01-05-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის VI ბ და VIIდ კლასების ხელმძღვანელების, მარინე სულაქველიძისა და დიანა ზუმბაძის ინიციატივით რაქუელ ჯარამილო პალაციოს წიგნ „საოცრების“ პრეზენტაცია მოეწყო.
მათივე ცნობით, ამ წიგნში მოცემული პრობლემატიკის აქტუალურობა დღევანდელ საქართველოში მაღალია.
მოსწავლეებმა წიგნიდან ნაწყვეტები ზეპირად წარმოადგინეს. მათ ასევე ბულინგის რაობასა და სახეებზე ისაუბრეს, თავისუფალი თემებიც წაიკითხეს, რომელშიც წიგნის გმირების ხასიათები გააანალიზეს. ამის შემდეგ წიგნ „საოცრების“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება მოეწყო.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ, დირექტორის მოადგილემ ზოია გელაშვილმა, მშობლებმა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაფასეს.