ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში შემეცნებით გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
01-05-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, სკოლის მაშტაბით შემეცნებით გასართობი შეჯიბრი - ,,წიგნების თარო“ ჩატარდა. მოსწავლეები ერთმანეთს ლიტერატურიდან, მეცნიერებიდან და ხელოვნებიდან დასმული კითხვების გამოცნობაში შეეჯიბრნენ. ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები შეჯიბრში მონდომებით ჩაერთვნენ და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.