სკოლები და ბაღები 2 დღით დაისვენებენ - დეტალები 
04-05-2023
მომავალ სასწავლო კვირაში სკოლები და ბაღები 9 და 12 მაისს დაისვენებენ. აღნიშნულის მიზეზი უქმე დღეებია, რომელიც მთავრობის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული. 

ცნობისთვის,  9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული - საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.

რაც შეეხება 12 მაისს, ამ დღეს საქართველოში 2 დღესასწაული აღინიშნება, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღეა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203