სარეგისტრაციო ფორმის შევსების ვადა პედაგოგებისთვის დღეს იწურება - ვის აქვს მასწავლებლის სახლის ვებინარებზე დასწრების უფლება
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია 3 მაისს დასრულდება. სარეგისტრაციო ფორმა ვებინარისთვის „პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ“შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ, იმ წამყვანი და მენტორი სტატუსის მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ წინაპირობას:
1) მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა;
2) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოპოვებული აქვთ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებით (მინიმუმ 50%), საგნის გამოცდის ჩაბარებით ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორის ხარისხით.
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, Teams-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით და დაინტერესებული პირები შეხვედრების განრიგს და ინსტრუქციას მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.