„სკოლა არის ვირტუალური ზღაპარი“ -  პირველ კალსში მოსწავლეთა ჩარიცხვის საკითხს პარლამენტი წყვეტს
03-05-2023

განათლების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება - პირველ კლასში რეგისტრაცია იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

საკითხის განხილვისას, დეპუტატმა ლადო კახაძემ ამ საკითხში ყველა რგოლის პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა.

„სკოლა ეს არის ვირტუალური ზღაპარი. შენ არ იცი, აქედან რა პროდუქტს მიიღებ და ყოველთვის ელოდები და იმედიანად ხარ განწყობილი. პირველ რიგში პასუხისმგებლობა აქვს, სახელმწიფოს პოლიტიკის კუთხით, იმ სასწაულ ადამიანებს, მასწავლებლებსა და დამხმარე პერსონალს და მეორეს მხრივ პასუხისმგებლობა აქვს და მშობელსა და ბავშვს.

ძალიან მომეწონა თქვენ [თამარ მახარაშვილს მიმართავს] რომ განაცხადეთ, პირველი მოსმენისას ამ პასუხისმგებლობაში ჩართული არიან მშობლები და ექიმები.

ჩვენ გვინახავს, როცა ბავშვი ფიზიკურად არის მზად, მაგრამ არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა. სამომავლო პერსპექტივაში ჩვენ ერთ წელს დაბადებულ ბავშვებს მივიღებთ სკოლაში, მაგრამ აქვე საჭიროა ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ექიმების პედიატრების, მშობლების ჩართვა, რათა თვითონ ბავშვები იყვნენ მზად. წინააღმდეგ შემთხვევეაში, შესაძლებლობა ექნებათ, სკოლამდელ დაწესებულებაში დარჩნენ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203