ჭივჭავის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები „ეტალონის“ სერთიფიკატებით დააჯილდოვეს
01-05-2018
ჭივჭავის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით - „შენ დედაენით მწუხრს მიჰკაფავდი“ აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა დედა ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. 

პატრიოტული თემატიკის სიმღერები იმღერეს და ხალხურ საკრავებზე დაუკრეს. 

ღონისძიების ბოლოს, სკოლის აღსაზრდელები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და პირველი ტურის ტესტირებაში 50-ქულიანი ბარიერი გადალახეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203