თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოწავლეების დაუვიწყარი დღე ხელოვნების სასახლეში
01-05-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მესამე კლასელები ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით  საქართველოს ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ, სადაც საგაზაფხულო გამორჩეულ საგანმანათლებლო–შემეცნებით პროგრამას _ „ბერიკები ხელოვნების სასახლიდან“ დაესწრნენ.

აღნიშნული აქტივობის მიზანი ბავშვების მუზეუმით, ხელოვნებით და ეროვნული კულტურით  დაინტერესება გახლდათ, რაც მოზარდებში  ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარის  გამომუშავებას  შეუწყობს  ხელს. ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა  თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე დაათვალიერეს, საინტერესო სამყაროში იმოგზაურეს, 10 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი იხილეს, ქართული ხალხური ნიღბების თეატრის შესახებ ლექცია მოისმინეს, ქართული თეატრის საწყისების შესახებ მოისმინეს და კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ბერიკაობის ამსახველ მასალებს - სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ ესკიზებს  გაეცნენ.

პრაქტიკული ნაწილი გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს მოიცავდა. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვებმა ბერიკული ნიღბები საკუთარი ხელით  დაამზადეს,  რამაც მათზე განსაკუთრებული  შთაბეჭდილება მოახდინა. 

სკოლის დირექციის ცნობით, ეს იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი და საინტერესო  დღე მათ  ცხოვრებაში, რომელზეც მეორე დღეს  უკვე პრეზენტაციით ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203