სკოლაში სროლის შედეგად 8 მოსწავლე დაიღუპა - პოლიციამ სერბეთის მე-7 კლასის მოსწავლე დააკავა
03-05-2023

სერბეთის დედაქალაქის „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი ბავშვი. ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა.

„პოლიციამ დაუყოვნებლივ გაგზავნა საპატრულო ჯგუფები და ადგილზე დააკავა არასრულწლოვანი, მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც მამის კუთვნილი იარაღიდან მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაშია ეჭვმიტანილი“, – აღნიშნულია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია და მის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203