თეთრიწყლების საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა მიმდინარეობს
01-05-2018
თეთრიწყლების საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად პროექტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ შესახებ მოამზადეს.
პროექტის პრეზენტაცია და განხილვა მათ სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების წინაშე გამართეს, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და თემასთან დაკავშირებით შექმნილი პლაკატი წარადგინეს.
პროექტით მათ ცხოვრების ჯანსაღ წესს-ვარჯიშს, სწორ კვებას, პირად ჰიგიენას პოპულარიზაცია გაუწიეს და აღნიშნეს თუ რამდენად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევები, როგორიცაა სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი თუ ენერგეტიკული სასმელები.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.