სამტრედიის N1 საჯარო სკოლის III ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნონა ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება - ,,წიგნმა იცის, წიგნმა მითხრა“ მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია.
მესამეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას თეატრალური წარმოდგენა წარუდგინეს.
„წიგნის ფურცლები ღაღადებდნენ მოსწავლეების ენით, რომლებიც ზარმაც გიგოს ყოველ კითხვას სცემდნენ პასუხს, არიგებდნენ და შთააგონებდნენ მას წიგნის მნიშვნელობასა და სიყვარულს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მაკულატურისთვის განკუთვნილი ფურცლებისგან მშობლების მიერ შექმნილი დეკორაციები კი განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ღონისძიებას.
წიგნების საერთაშორისო დღეს მსოფლიო 23 აპრილს აღნიშნავს. უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ იუნესკომ 1995 წელს გამოაცხადა, საქართველოში კი მისი აღნიშვნა 2003 წლიდან დაიწყო.
იხილეთ ფოტოები