წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა. სკოლის საქმისმწარმოებელსა და სპორტის პედაგოგს - ალექსეი ანესიანს სტატუსი აუმაღლდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ოზნის საჯარო სკოლის პედაგოგ ალექსეი ანესიანისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ალექსეი ანესიანს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„ოზნის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი ჰყავს! ვულოცავთ სკოლის საქმისმწარმოებელსა და სპორტის პედაგოგს - ალექსეი ანესიანს ამ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო: