კართუბნის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისგან შექმნილმა ინტელექტუალურმა გუნდმა _,,ლაშა გოგოლაძის ექვსეული", საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?" მონაწილეობა მიიღო. შეჯიბრი ლაგოდეხში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გაიმართა. ერთმანეთს ბაისუბნის, კართუბნის, ნინიგორისა და ლელიანის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.
გამარჯვება კართუბნის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ფინალი ივნისში გაიმართება.
ამავდროულად, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის „სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადა ჩაატარა. აღნიშნულ ოლიმპიადაში მონაწილეობა კართუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც აქტიურად მიიღეს.
ფინალში უმაღლესი ქულით ნიკა ცერცვაძე გადავიდა.
იხილეთ ფოტოები