ხუცუბნის საჯარო სკოლაში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილემ ოვაციები დაიმსახურა
01-05-2018
ხუცუბნის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისადმი მიძღვნილი საღამო „ჩაუმქრალი კელაპტარი“ გამართეს. 

საღამოზე მოსწავლეებმა პოეტის ბიოგრაფია წარმოადგინეს და წაიკითხეს ლექსები ტატოს შემოქმედებიდან. 

საღამოს ხელმძღვანელი და სცენარის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეთერ შაქარიშვილი გახლდათ. 

საღამომ მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203