კოხნარის საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობით ღონისძიება ჩატარდა
01-05-2018
კოხნარის საჯარო სკოლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
კერძოდ, ჩატარდა პოეზიის საღამო -„ენა დედაა ერისა“, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სხვადასხვა პოეტების შემოქმედებებიდან ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ახალაძემ მოამზადა. მას მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.
ამავდროულად, სკოლაში შემდეგი პროექტი - „დედა სულ ჩემს გვერდითაა“ მოეწყო. ღონისძიება მშობელთა ჩართულობით ჩატარდა და ძალიან საინტერესო გამოვიდა. მონაწილეობა პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად მიიღეს. ღონისძიება მასწავლებლებმა ლუიზა კეშელავამ, დარეჯან კეშელავამ, მაია ჯანელიძემ და ბელა ქემოკლიძემ მოამზადეს.
სკოლას არც დედაენის დღე გამორჩენია - შესაბამის ზეიმში მონაწილეობა მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ორგანიზატორები კი გახლდნენ მასწავლებლები: ლია კეშელავა, მარინა ბედინეიშვილი, მელანო მეფარიშვილი და ნინო გიორგაძე.
და ბოლოს, კოხნარის საჯარო სკოლაში კლასის საათი ჩატარდა, სახელწოდებით - „მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“. მონაწილეობა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კლასის საათს მასწავლებელი მედეა კვინტრაძე ხელმძღვანელობდა.