სურამის N4 საჯარო სკოლაში რუსულის გაკვეთილზე ვლადიმერ ვისოცკი გაიხსენეს
01-05-2018
სურამის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო და ორიგინალური რუსული ენის გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი „ვისოცკის ქრონოლოგიური ბიოგრაფია“ მე-11 კლასში ჩატარდა.  

მასწავლებელმა მოსწავლეებს რუსი მუსიკოსის, მსახიობისა და პოეტის ცხოვრების შესახებ მოუთხრო. 

ვლადიმერ ვისოცკის 700-მდე სიმღერა და ლექსი ეკუთვნის, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში. 

სასტიკი ცენზურის პირობებში ის აკრძალულ თემებს ეხებოდა და მღეროდა საბჭოთა სინამდვილეზე, რამაც მას უდიდესი პოპულარულობა მოუტანა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203