ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესსზე პირად მაგალითებზე ისაუბრეს
01-05-2018
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ინგლისურის პედაგოგმა ცირა სანებლიძემ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ პროექტი განახორციელა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ინგლისურ ენაში ცოდნის გამტკიცება.

სკოლის აღსაზრდელებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს, არგუმენტირებულად იმსჯელეს და პირადი გამოცდილებიდან მაგალითები მოიყვანეს. 

„პროექტში აქტიურად ჩაერთო ყველა მოსწავლე, მათი მოტივაცია იყო ძალიან მაღალი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203