მაისის პირველ კვირაში აშშ-ში მასწავლებლებისადმი მადლიერების კვირეული აღინიშნება და იყო პერიოდი, როდესაც 2-12 მაისს ნამდვილი საერო დღესასწაული ეწყობოდა.
სხვათა შორის, მასწავლებლებისადმი მადლიერების კვირეულის (Teacher Appreciation Week) დაარსების იდეა ელეონორ რუზველტს ეკუთვნოდა - სწორედ მან დაარწმუნა კონგრესი, განესაზღვრათ რამდენიმე დღე, როდესაც მოსწავლეები თუ მშობლები პედაგოგებისადმი მადლიერების გამოხატვას შეძლებდნენ:
„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მასწავლებლები იმსახურებენ დაფასებას მთელი წლის განმავლობაში და ეს აუცილებლად აისახება მათი ხელფასების ზრდაზე; ასევე მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც დაგვეხმარება, სკოლები გახდეს ბევრად უსაფრთხო, თუმცა იმავდროულად, ჩვენ მასწავლებელთა მადლიერების ოფიციალური დღისა და მასწავლებელთა მადლიერების კვირეულის დამკვიდრებას ვემხრობით“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას რუზველტმა და ასეც მოხდა, თუმცა 1984 წლამდე აშშ-ში მასწავლებლებისადმი მადლიერების კვირეული მარტში აღინიშნებოდა, თუმცა ახლა უკვე მაისის პირველ კვირას ზეიმობენ.
წლებთან ერთად, მასწავლებლებისადმი მადლიერების გამოხატვის ტრადიცია, სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.