დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიადაგმცოდნეობის კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ
01-05-2018
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ნიადაგმცოდნეობის მოსწავლეთა III რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართა. კონფერენციაში „დედამიწა ჩვენი სახლია“ დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მეათეკლასელი მოსწავლეები ლიკა გოგოლაძე, ქეთევან გელაშვილი, მარიამ თედიაშვილი, მარიამ ბარბაქაძე, სალომე წიქარიშვილი და ნინო ლომიძე მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა I და II ხარისხის დიპლომები მიიღეს.
დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის მასწავლებელს ნინო ხრიკაძეს მიღწეული წარმატებისათვის.