ხაჯალიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეებია
01-05-2018
ხაჯალიის საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

სკოლაში ცოტა ხნის წინ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა, რომლის სახელწოდებაც „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ იყო. 

მოსწავლეებმა თემატური ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენის პედაგოგი იუნონა ბარამიძე და მუსიკის პედაგოგი სალომე გურგენაძე გახლდათ. 

ამავდროულად, ხაჯალიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესიც მოწოდების სიმაღლეზე მიმდინარეობს. ქიმიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებისა და დირექციის მიერ დადებითად შეფასდა. პედაგოგი რუსუდან აფხაზავა გახლდათ. დირექცია მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203