როგორ შევაფასოთ მოსწავლე კომპლექსურ დავალებაში ისე, რომ მისი სწავლისადმი მოტივაცია გაიზარდოს?
26-05-2023

მოსწავლეებს საჭიროებების მიხედვით შეთავაზებული დავალებები ავითარებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული დავალების შესწორება ისე, რომ მიღებულმა შეფასებამ ბავშვს სწავლისადმი მოტივაცია გაუჩინოს და არა პირიქით.

ნებისმიერ დავალებას, რომელსაც მოსწავლეებს ვთავაზობთ, უნდა ახლდეს შეფასების რუბრიკაც. მოსწავლემ დავალების შესრულებამდე გარკვევით უნდა იცოდეს, რას ითხოვთ მისგან, რას მიექცევა ყურადღება მის ნამუშევარში და რის მიხედვით შეფასდება ის.

მოსწავლის ცოდნის დასადგენად შეგიძლიათ ჰოლისტური და ანალიტიკური რუბრიკის გამოყენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლისტური რუბრიკა ნაკლები ინფორმაციის შემცველია, ამიტომ თუ აპირებთ, რომ მოსწავლეს განმსაზღვრელი შეფასება დაუწეროთ, უმჯობესია, ანალიტიკური რუბრიკა გამოიყენოთ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კომპლექსური დავალებები სოლო ტაქსონომიის მიხედვით უნდა შეფასდეს, რათა მოსწავლის ცოდნის დონე გამოიკვეთოს და პედაგოგმა მოსწავლის საჭიროებები უკეთესად დაადგინოს. მიუხედავად იმისა, მოსწავლეთა ნამუშევრებს რომელი ხერხით შეამოწმებთ, ყველა შემთხვევაში განმავითარებელი უკუკავშირი აუცილებელია.

მოსწავლეების სწავლისადმი მოტივაცია გაიზრდება თუ გაითვალისწინებთ შემდეგს:

  • მოსწავლეებს მიეცით საშუალება, თავად შეაფასონ საკუთარი ნამუშევარი და ჩაუღრმავდნენ შეცდომებს.
  • გაეცით ეფექტური უკუკავშირი, რომელიც ფოკუსირებული იქნება მიღწეული შედეგების ხარისხზე.
  • მოსწავლეებს აუხსენით, რა უნდა გააკეთონ სწავლის გაუმჯობესებისთვის.
  • მოსწავლეებს ასწავლეთ საკუთარი შედეგების ანალიზი, რათა გააცნობიერონ, რა არის მათი ძლიერი მხარე, რა უნდა გააუმჯობესონ, რას უნდა მიაქციონ მეტი ყურადღება და ა.შ.
  • შეაფასეთ ისე, რომ მოსწავლეს არ გაუჩნდება შეცდომების დაშვების შიში. არ დააკნინოთ ცუდად შესრულებული დავალების გამო. შთააგონეთ, რომ შეცდომები სწავლის თანმდევია.

შექმენით გარემო, სადაც მოსწავლეს არ გაუჩნდება შეცდომების დაშვების შიში - ყველაფერი, რაც განმავითარებელ შეფასებას ეფექტურს გახდის
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203