კერძო სკოლა - „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“ გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა
01-05-2018
თბილისის კერძო სკოლაში- „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“ დედამიწის დღე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგების დახმარებით მცენარეები დარგეს და სკოლის ეზო მოხატეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იხილეთ ფოტოები