გუმბათის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
01-05-2018
გუმბათის საჯარო სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდმა მინი ფეხბურთში კოკა-კოლას თასის გათამაშებაზე პირველი ადგილი დაიკავა.

წალკის მუნიციპალიტეტში გამართულ მინი ფეხბურთს ტურნირში წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონებში პირველი ადგილი ახალშენის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. 

გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლში კოკა-კოლას თასის ფინალში.

„გუმბათის საჯაარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდს არაერთი წარმატება მოუტანია არა მარტო სკოლის, არამედ რაიონისთვისაც, ეს კი მისი მწვრთნელის, საუკეთესო მასწავლებლისა და დამრიგებლის, სპორტის მასწავლებელ როინ კახაძის დამსახურებაა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203