ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასის“ მოსწავლეების წარმატებული თვე კონკურსებზე
01-05-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ სხვადახვა სიახლეა. კერძოდ, სკოლის მოსწავლემ ლიზი ხოჯანაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 

ასევე, სკოლა ანაბასისის IV ბ კლასში პროექტი „ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა. მოსწავლეებმა „საბავშვო ვეფხისტყაოსნის“  შინაარსი შესაბამისი საზეპიროებით საინტერესოდ წარმოადგინეს. პროექტის ხელმძღვანელები პედაგოგი თეა გურაბანიძე და ბიბლიოთეკის გამგე თამარ გვალია გახლდათ. 

და ბოლოს, სკოლა ,,ანაბასისის“ მოსწავლეებმა ჭადრაკში 8, 10 და 16 წლის მონაწილე გოგონათა და ვაჟთა შორის პირველობა მოიპოვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203