როგორც ჩარიცხოთ შვილი იმ სკოლაში, რომელიც წინასწარ შეარჩიეთ - რჩევები და ვადები
07-05-2023
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლების საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება. როგორც წესი, ამ დროს სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება მშობლების ერთგვარი „რბოლაა“, ვინიდან, მოხვდება თუ არა ბავში მშობლის მიერ შერჩეულ სკოლაში ეს იმაზეა დამოკიდებული მოასწრებს თუ არა სხვა მშობლეს რეგისტრაციას, ამიტომაც სამზადისი საკმაოდ ადრე იწყება.
 
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და სკოლებს მოსწავლეთა მისაღები ადგილების რაოდენობა წინასწარ აქვთ განსაზღვრული. 

etalni.ge გთავაზობთ, რამდენიმე გამოცდილ მეთოდს, რომლებიც სწრაფ რეგისტრაციაში დაგეხმარებათ.


პირველ რიგში უნდა შევიდეთ საიტზე - registration.emis.ge


მოსწავლის პირადი მონაცემების შეყვანისას უნდა მიუთითოთ პირველკლასელის მოქალაქეობა, მისი პირადი ნომერი, სახელი, გვარი და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭიროთ ღილაკს „შემდეგი“;

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ერთ-ერთი მშობლის (დედა /მამა/მეურვე) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“;


რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ჩამოსაშლელი ველების საშუალებით უნდა ამოირჩიოთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი და ცვლა. რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.



გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.



იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის გაუქმება გსურთ:



ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა, რომლის სკოლისთვის მიწოდება მშობლებს ელექტრონულად შეუძლიათ:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს, მოსწავლის ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტაცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203