სავანეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ისტორიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად ენის ბარიერისა, ისტორიის პედაგოგმა ამაია ფატულაევამ გაკვეთილი ნაწილობრივ ქართულად ჩაატარა. სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდა.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია ქართულად წარადგინეს, მედიარესურსზე ნანახი მასალა ახსნეს, ისტორიული მოვლენები შეაფასეს და პარალელი გაავლეს თანამედროვეობასთან.
სკოლის წარმომადგენელი დასძენს, რომ პედაგოგის მიერ პერიოდულად აზერბაიჯანულად დასმულ კითხვებს მოსწავლეები ქართულად პასუხობდნენ, რაც სკოლისთვის დიდ პროგრესს წარმოადგენს.
„პედაგოგები ცდილობენ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, გაიუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკა, გაზარდონ მოსწავლეთა ინტერესი და აამაღლონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის ხარისხი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები