განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ და ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში.
„საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელთათვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები - რა შეიცვალა სკოლებისათვის პრაქტიკაში?“.
შეხვედრაზე დამსწრე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროცედურებში განხორციელებული ცვლილებები და უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრაზე, ასევე, ასოციაციის დირექტორმა, არჩილ სუმბაძემ, დამსწრე წევრებს წარუდგინა ორგანიზაციის მიერ გასულ თვეებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას და ყველა მონაწილე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნულია განათლების ხარისიხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.