მასწავლებლებმა საათობრივი დატვირთვა დირექტორის ცნობით უნდა დაადასტურონ - დეტალები
15-05-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა, რისთვისაც, გათვალისწინებულია 24 ათასი ლარი;

აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია: ქალაქ ხაშურში მცხოვრები, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების სამუშაო ადგილზე დამაგრების ხელშეწყობა.

საუბარია ექვსი კონკრეტული სკოლის - წაღვლის, ქემფრის, ფლევის, ტკოცის, ბროლოსნის, ცოცხნარის 44 პედაგოგი, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, „პროგრამის ცხრილით გათვალისწინებული მგზავრობის ღირებულებას მიიღებენ ყოველი თვის ბოლოს - შესაბამისი სკოლის დირექციის ცნობის საფუძველზე, რითაც დასტურდება პედაგოგის მიერ კვირეული დატვირთვით განსაზღვრული საათების შესრულება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203