ელექტრონული ჟურნალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წლებია ფუნქციონირებს, თუმცა ამ დრომდე არის საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებას, განსაკუთრებით სემესტრისა და წლის ბოლოს.
მაგალითად, ყველა მასწავლებლებმა იცის, რომ ნიშნის კორექტირება ელექტრონულ ჟურნალში შესაძლებელია და აქვთ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ ეს, თუმცა არის ერთი პუნქტი, რომელიც არანაირ რედაქტირებას არ ექვემდებარება: ეს გახლავთ მოსწავლეთა დასწრება.
არადა საკითხი, სასწავლო წლის მიწურულს საკმაოდ გააქტიურდა - სწორედ მოსწავლეთა დასწრების მიხედვით უნდა გადაწყდეს, ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდებს და ვინ არა.
ამის შესახებ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განმარტეს, რომ „დასწრების რედაქტირება დაარქივებულ ჟურნალში არ ხდება“.