კონდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიქტორინაში მრავალმხრივი ცოდნა გამოავლინეს
01-05-2018
კონდიდის საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი ჩატრდა. ვიქტორინაში 1-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთმანეთს ორი გუნდი „ძლიერი მეკობრეები“ და „გონიერი ბავშვები“ შეეჯიბრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი აგებული იყო კითხვა-პასუხსა და ლოგიკური პასუხის მოფიქრებაზე.
„მოსწავლეები შეჯიბრში მონდომებით ჩაერთვნენ და მრავალმხრივი ცოდნა გამოავლინეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.