მანდატურის სამსახური ახალ სკოლებში შევიდა - დეტალები
08-05-2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კახეთის, აჭარის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონების კიდევ 4 საჯარო სკოლაში შევიდა.

დღეიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები წარმოდგენილი იქნებიან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის N1, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლებში.

ამ დროისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, 696 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტზე მეტი სწავლობს. მანდატურის სამსახურის მომსახურებით ასევე სარგებლობენ კერძო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203