მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე, ცოდნის დონესა და განწყობაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს, მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ისინი 1 ივნისის აღსანიშნავად უკვე აქტიურად ემზადებიან.
„1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. დღე, როდესაც ხდება მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. საუკუნეების მანძილზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაფრად ითვლებოდა ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობები, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, მნიშვნელოვნად იზღუდებოდა არა თუ უმაღლესი, არამედ საბაზისო განათლების შესაძლებლობაც, ბავშვებს არ ჰქონდათ ღირსეული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა; ბავშვები ჩვეულებრივად იყვნენ ჩაბმული მძიმე სამუშაოს შესრულებაში, ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მაღალი იყო სტატისტიკა ბავშვთა სიკვდილიანობის და ა.შ.