სენაკის N1 სკოლა, უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული, სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), მიერ ორგანიზებულ მრავალფეროვან და საინტერესო კონკურსებში.
სენაკის N1 სკოლის 5 მოსწავლე იმყოფებოდა CENN-ის ბულაჩაურის ცენტრში არსებულ მწვანე ბანაკში, სადაც მოისმინეს საინტერესო ლექციები გარემოსდაცვით თემებზე, ბუნების მოვლის საკითხებზე და ამასთანავე შეასრულეს სახალისო და საინტერესო სავარჯიშოები.
სენაკის მონიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებმა, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლაში ჩამოყალიბებულმა CENN-ის გუნდის წევრებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის 1,2 და 3 ხარისხის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსის ფარგლებში, განახორციელეს გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერის მიზნით მორიგი საქმიანობა - ნერგების დარგვა.
ხელოვნების მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ მოსწავლეებს გააცნო ორგანიზაციისგან მიღებული წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ნერგების დარგვის ინსტრუქტაჟი.
საქმიანობაში ასევე აქტიურად იყო ჩართული ფიზიკის მასწავლებელი რუსუდან კანკავა.
მამუკა კუჭავამ ნერგები ზუგდიდიდან ჩამოიტანა.
ნერგების ჩამოტანამდე, მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებულ ორმოებში ჩაყარეს ბუნებრივი სასუქი და შეაგროვეს ხმელი თივა, ზემოთ მოსაყრელად.
მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით დარგეს მცენარეები.
სკოლის მოხალისეთა გუნდმა განაცხადა, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას მუდმივად იზრუნონ ნერგების მოვლა-პატრონობაზე.