izrune.ge-მ მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი დღესასწაული მოაწყო
08-05-2023

მომავალი თაობის განათლებაზე, განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე მზრუნველმა ინოვაციურმა საგანმანათლებლო პორტალმა - Izrune.ge მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო.

შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით დატვირთული ღონისძიება, რომელსაც izrune.ge-ს ვარსკვლავები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ბავშვებსა და მშობლებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის წარმატებით გულიანად გაიხარონ და თამამები იყვნენ. ასევე, ისაუბრა, თუ რა დატვირთა აქვს izrune.ge-ს.

„რა მოაქვს izrune.ge-ს​? პირველი, რისკენაც მინდა გიბიძგოთ, ეს არის აზროვნება. ეს არის ყველაზე დიდი ინსტრუმენტი, რაც ადამიანს აქვს. იაზროვნეთ სწორად და ყველაფერი, რაც ამ გზაზე ხელს შეგიშლით მტრად ჩათვალეთ. აზროვნების შემდეგ წინ წამოსწიეთ მეტყველება. ძალიან მნიშვნელოვანია აზრების სწორად გადმოცემა. მესამე არის სითამამე, ზოგჯერ ბედნიერება ჯიბეში გაქვს და არ გყოფნის სითამამე, რომ რაღაც გააკეთო“,- თქვა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორმა და გააჟღერა სამი დიდი ინსტრუმენტი  - „აზროვნება, მეტყველება და მოქალაქეობრივი სითამამე“, რომლებსაც izrune.ge ახალგაზრდებს აძლევს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული. ისინი საზოგადოების წინაშე საინტერესო ნომერებით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს, მშობლიურ კუთხესა და izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თითოეული მათგანის გამოსვლა თავისებურად განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო. პატარები თავიანთ რიგს მოუთმენლად ელოდნენ, უნდოდათ, Izrune.ge-ს ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს რაც შეიძლება მალე გაცნობოდნენ, მისთვის თავი წარედგინათ და სამახსოვრო ფოტო გადაეღოთ. გარდა ამისა, გამოფენილი იყო მათი ნამუშევრები - ნახატები თუ ხელნაკეთი ნივთები. ბავშვები განსაკუთრებით სპეციალურმა სახელობითმა დიპლომებმა გაახარა.

ღონისძიებაზე, რომელსაც „ბილტმორი“ მთელი დღე მასპინძლობდა, მოსწავლეებს ხალისი, ენთუზიაზმი და მოტივაცია წუთითაც კი არ დაუკარგავთ - წარმოაჩინეს საკუთარი თავი და საამაყო ოჯახები. 

მშობლები კი აღნიშნავდნენ, რომ ეს დღე თავიანთი შვილების ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა, რადგან მათ თანატოლები, განათლების პირადი მენეჯერები და იზრუნეს დიდი ოჯახის წევრები გაიცნეს.

ღონისძიება ფოტოგადაღებითა და საზეიმო დაჯილდოებით დასრულდა. კმაყოფილი მოსწავლეები და მშობლები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ისინი შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას უხდიდნენ იმისთვის, რომ ბავშებს შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მიეცათ.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203