კათედრის ხელმძღვანელებმა სასწავლო წლის ბოლოს ანგარიში უნდა წარადგინონ
13-05-2023

კათედრის ხელმძღვანელმა სასწავლო წლის ბოლოს კათედრის მუშაობის რეფლექსიაზე დაყრდნობით ანგარიში უნდა წარადგინოს. ამის შესახებ კათედრის ხელმძღვანელებისთვის შექმნილ გზამკვლევშია აღნიშნული.

რა ევალებათ კათედრის წევრებს და რა კრიტერიუმებით შეფასდება მათი მუშაობა?

კათედრა ეროვნული სასწავლო გეგმით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს უნდა ასრულებდეს. გამოცდილების გაზიარების მიზნით კი კათედრის წევრები ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობენ.

კათედრის წევრები აქტიურად უნდა იყენებდნენ „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს - ისწრებენ და ესწრებოდნენ კოლეგებს გაკვეთილზე. პროფესიული განვითარების მიზნით კი სასურველია, ესწრებოდნენ სემინარებს, ტრენინგებს, კონკურსებსა და კონფერენციებს.

კათედრის წევრები უნდა გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ პროექტების შესრულებაში. ხელს უნდა უწყობდნენ მოსწავლეებს საკუთარი თავის წარმოჩენასა და კონფერენციებში/პროექტებში მონაწილეობაში.

მნიშვნელოვანია, რომ კათედრის წევრები მუდმივად იღებდნენ უკუკავშირს როგორც მოსწავლეებისგან, ასევე მათი მშობლებისგან და უკუკავშირის შედეგებს იყენებდნენ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის დახვეწისთვის.

გარდა ჩამოთვლილისა, აუცილებელია, რომ კათედრის წევრები ინტენსიურად იყენებენ სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს და ეცნობოდნენ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203