დამრიგებლებს ექსკურსიების ორგანიზებას კანონი არ ავალდებულებს. ძირითად კანონმდებლობებში - ზოგადი განათლების შესახებ კანონში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ექსკურსიების ვალდებულებების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში დეტალურადაა განსაზღვრული დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობები, თუმცა მასში ექსკურსიის საჭიროება არა ვალდებულების კუთხით, არამედ შემდეგნაირადაა განმარტებული:
„მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში“.
სასკოლო ექსკურსიები არაფორმალური განათლების აქტივობად მიიჩნევა და დამრიგებელს უფლება აქვს, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების კუთხით, გასვლითი ღონისძიებები მოაწყოს, თუმცა კლასის ხელმძღვანელი არაა ვალდებული, ყოველწლიურად ექსკურსიები დაგეგმოს, ეს მის ნება-სურვილზე და მოსწავლეთა ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
სასკოლო ექსკურსიებზე 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნა და მძღოლებს ახალი ვალდებულება განესაზღვრათ - სამინისტროს წერილი რესურსცენტრებს