რა უნდა გააკეთოს სკოლამ მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით და რა ეკრძალება დირექციას?
მოსწავლეები თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, ამ საკითხზე თითოეული მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი დირექციას აკისრია.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით სამი მიმართულებაა განსაზღვრული, ესენია: სკოლაში მიღება, მოსწავლეთა კლასებში განაწილება და სწავლა-სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის ხელშეწყობა.
დოკუმენტში განმარტებულია:
სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით:
- დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით;
- დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ დააწესოს ბარიერები მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით და მიიღოს მხოლოდ სასკოლო მზაობით გამორჩეული ან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები. (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლისთვის);
- განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით - ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით.