ზედა სამების საჯარო სკოლის დადგმამ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა
01-05-2018
ზედა სამების საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“ მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მშობლიური ენის შესახებ დაწერილი ლექსები წაიკითხეს, ლიტერატურული დადგმა წარმოადგინეს და დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203