საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში, ჩატარებული გასაუბრების პასუხებს აპლიკანტები ამ დრომდე ელიან.
სერტიფიცირების მეორე ეტაპი ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და საბოლოოდ 28 აპრილს დასრულდა. გასაუბრებაზე გასვლის უფლება 755-მა კანდიდატმა მოიპოვა, თუმცა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, საბოლოოდ რამდენი პირი გავიდა მეორე ეტაპზე.
5 მთავარი კითხვა, რომელსაც კომისიის წევრები დირექტორობის მსურველებს გასაუბრებაზე უსვამენ
etaloni.ge - ს კითხვაზე როდის გამოქვეყნდებოდა გასაუბრების პასუხები ან სად იხილავენ კანდიდატები თავიანთ შედეგებს, უწყებაში გვპასუხობენ რომ საბოლოო პასუხები უცნობია და არც ის იციან როდის გახდებება ცნობილი, დეტალური ინფორმაცია კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
დირექტორობის გამოცდის შედეგი 150-ზე მეტმა აპლიკანტმა გაასაჩივრა - დეტალები
სამინისტროს პასუხიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ უცნობია, მოესწრება თუ არა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სამეურვეო საბჭოებთან ახალი დირექტორების კანდიდატების წარდგება და მათი დანიშნვნა.
2086 საჯარო სკოლიდან დირექტორი მხოლოდ 9 სკოლას ჰყავს - უახლესი სტატისტიკა
ამასთან, შეგახსენებთ, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etlaoni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2077 სკოლას ჰყავს დირექტორის მ/შ, ამათგან 991 სერტიფიცირებულია, ხოლო 9 საჯარო სკოლას ჰყავს დირექტორი და ცხრავე სერტიფიცირებულია.