სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ გარემოსდაცვით კამპანიაში - ,,ჩვენ გარემოსთვის“ ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე სკვერის და მდინარე კინტრიშის, გასული საუკუნის 10–იან წლებში აგებული თაღოვანი ხიდის ტერიტორია დაასუფთავეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
წლევანდელი გზავნილი იყო მსოფლიოს მობილიზება პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად.
იხილეთ ფოტოები