ბაღის აღმზრდელის პროფესიაზე მოთხოვნა გაიზარდა - კიდევ რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა გაზრდილი? 
05-06-2023

პროფესიული სასწავლებლის საქმიანობის შესახებ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - თამარ ქიტიაშვილმა სხდომაზე ანგარიშის წარადგინისას განაცხადა, რომ საკუთარი პროფესიით დასაქმების მაჩვენებელი 33%-დან 42%-მდე, გაიზარდა.

მან სხდომაზე წარმოადგინა ის პროგრამები და დარგები, რომელთა დასაქმებაც მაღალია - (რაშიც იგულისხმება საკუთარი პროფესიით დასაქმება) საშუალო 42%, ან მეტია.

„ესაა: ჯადაცვა - საექთნო, ფარმაცია და სტომატოლოგია, განათლების სექტორი - ბაგა ბაღის აღმზრდელი, ამ შემთხვევაში დიდი გავლენა იქონია, სკოლამდელი აღზრდის მიმართულების რეგულირებამ, შესაბამისად, ამ პროფესიაზე გაჩნდა მოთხოვნა“, - აღნიშნა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - თამარ ქიტიაშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე ბევრმა კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია პროგრამაზე - ესაა ტექსტილის მომსახურეობა და ეს მიმართულება სწრაფად მზარდია, ასევე, არქიტექტურა და მშენებლობა - შედუღება, სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

„ეს მიმართულებები სრულად მოდის თანხვედრაში ეკონომიკის მზარდ სექტორებთან“, - აღნიშნა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - თამარ ქიტიაშვილმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203