სკოლებში გამოცდები „არების“ გამო დაინიშება თუ არა? - სამინისტროს პასუხი აქტუალურ კითხვაზე
13-05-2023

რამდენიმე დღეში მე-12 კლასელები სკოლას დაამთავრებენ. მათი ნაწილი რეპეტიტორებთან ემზადება, ნაწილი კი უნივერსიტეტისთვის ფულს აგროვებს და სწავლასთან ერთად მუშაობს. სწორედ ამიტომ, ისინი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ.

სწორედ ამიტომ, მათთვის აქტუალურია საკითხი - მოუწევთ თუ არა წელს, გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდების ჩაბარება?

ამასთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანება ჯერჯერობით არ გამოსულა, თუმცა აბიტურიენტთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაეგო დაინიშნება თუ არა წელს მეთორმეტეკლასელებისთვის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდები.

სამინისტროში გვიპასუხეს, რომ აღნიშნული გამოცდები არ გაუქმებულა და წელს, ჩვეულებისამებრ, მეთორმეტეკლასელებს, ისევე, როგორც სხვა კლასების მოსწავლეებს, რომელთაც სკოლაში 30% ან მეტი გაცდენა აქვთ, მოუწევთ მისი ჩაბარება.

ასევე, როგორც სამინისტროში აღნიშნეს, მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი ჯერჯერობით უცნობია,

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდები იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ მათ მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენა აქვთ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203