მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისთვის სკოლამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას
მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა. დაწესებულება განაცხადთან ერთად წარადგენს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს.
ყველა დეტალიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობების გაზრდა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.