სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და მასწავლებლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ საბოლოო ნიშნების დასაწერად, საჭირო რაოდენობის შემაჯამებლებისა თუ კომპლექსური დავალებების უზრუნველსაყოფად... რაც საკმაოდ მძიმე შრომაა, თუმცა სავალდებულო საგაკვეთილო აქტივობების გარდა, მასწავლებლების ნაწილი პორტფოლიოს ამზადებს წამყვან-მენტორის სტატუსზე წარსადგენად, გარდა ამისა, პედაგოგებს აქვთ სტატუსის მიხედვით,ტრენინგების გავლის ვალდებულება, რაც ასევ დიდ დროს მოითხოვს:
3 მთავარ ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს დიდ დროსა და ენერგიას ართმევს:
1) საგნობრივი ტრენინგები;
2) ავტორიზაციის შეხვედრები და დავალებები;
3) სავალდებულო სტატუსის შესაბამისი ღია გაკვეთილები.