ვადები შეიცვალა - კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
11-05-2023
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განხორციელდა ცვლილება საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის სპეციალისტის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში და განისაზღვრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისია მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში.

„საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203