დუშეთის N1 საჯარო სკოლაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა
01-05-2018

დუშეთის N1 საჯარო სკოლაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. 

სკოლაში მასტერ-სერჟანტი კანდიტ ხვინთელანი, კაპრალ-სერჟანტი ვალერიან მამუკელაშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე იმყოფებოდნენ. 

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დებატებში, პასუხობდნენ და თავად სვამდნენ კითხვებს.

განსაკუთრებული დაინტერესება მოსწავლეთა მხრიდან საქართველოს ეროვნული გმირების ცხოვრებისა და მათი თავგანწირვის შესახებ ისტორიებმა გამოიწვია.

ასევე, მოსწავლეებმა კითხვები სამხედრო სავალდებულო სამსახურის, თავდაცვის აკადემიისა და თავდაცვის ლიცეუმში სწავლების პირობებზეც დასვეს, დიდი ყურადღება მიაქციეს საკონტრაქტო სამსახურის საკითხებსაც.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203