ახალი დიოკნისის საჯარო სკოლას სტუმრებმა საჩუქრად წიწვოვანი ხის ნერგები გადასცეს
01-05-2018

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლას მარნეულის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და რესურსცენტრის თანამშრომლები ესტუმრნენ.

სტუმრები დედამიწის დღისადმი მიღვნილ ღონისძიებაში ჩაერთნენ. მათ სკოლას საჩუქრად გადასცეს წიწვოვანი ხის ნერგები, რომელთა დარგვაშიც თავადაც მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი აქციები ხელს შეუწყობს მომავალი თაობის ჩართვას საკუთარი გარემოს განაშენიანებაში, ჯანსაღი გარემოს შექმნასა და რაც მთავარია, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სკოლას შორის თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203