„ჩვენს სკოლაში ყველაზე მაგარი საგანმანათლებლო პროექტი - „ეტალონი“ ჩატარდა“ - ხაჯალიის საჯარო სკოლა
02-05-2018
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, საგანმანათლებლო პროექტის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ლანჩხუთს სტუმრობდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხაჯალიის საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში ლანჩხუთის სკოლებიდან გამორჩეული ახალგზარდები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი ებრალიძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

როგორც ხაჯალიის სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათთვის ძალიან სასიხარულოა „ეტალონის“ მსგავსი საგანამანათლებლო პროექტის მათ სკოლაში ჩატარება:

„ჩვენს სკოლაში ყველაზე მაგარი საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ ჩატარდა, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.“

ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა და ის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203