განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე - საკითხზე პედაგოგებს დეტალებს გააცნობენ
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ორგანიზებული სემინარები გრძელდება. პედაგოგებისთვის შევედრა დღეს ტრადიციულ დროს, 19:00 საათზე გაიმართება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, შეხვედრის დღევანდელი თემა განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე. სემინარს კი მათემატიკის ექსპერტი ქეთი ცერცვაძე ჩაატარებს.