გორას საჯარო სკოლის პირველკასელებმა წელიწადის დროები ხალისით ისწავლეს
02-05-2018
გორას საჯარო სკოლის პირველ კლასში შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო წელიწადის დროები.

მოსწავლეებმა წელიწადის ყველა დრო დაახასიათეს და სეზონური ცვლილებებისთვის შესაფერისი ტანსაცმელი დახატეს, შემდეგ გამოჭრეს და კედლის გაზეთზე დაამაგრეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა კლასში ხალისიანი სასწავლო გარემო შექმნა და მოსწავლეები გაკვეთილში მონდომებით ჩაერთვნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203