ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პედაგოგ დარეჯან კუჭუკიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო სასწავლო აქტივობები წარმოადგინეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმენეს და გამოფინეს. მოსწავლეებმა ასევე ბუნების ნარჩენებისგან დაცვასა და სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები